13:38 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 14:45:52, 716 ნახვა

საზოგადოება
მერია - შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეზღუდვა 28 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე, ერთი დღის განმავლობაში იმოქმედებს.

"დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. 

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მთლიანად განხორციელებულია, დარჩენილია მხოლოდ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ზედა ფენების დაგება. 

დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე, ერთი დღის განმავლობაში, დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!"- ნათქვამია მერიის განცხადებაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics