|
2023-10-27 13:18:07, 686 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობს
ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სტუმრებს შორის არიან კორეის ღვინის მწერალთა კლუბის დამფუძნებელი, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ღვინოების ინსტიტუტის დირექტორი ჩან ჯუნ პარკი (Chan Jun Park), კორეის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯა იუნგ კო (Jae Young Ko), ასევე მსხვილი იმპორტიორი კომპანიებისა და ღვინით ვაჭრობის ქსელების ხელმძღვანელი პირები. „ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და მათ პროდუქციას ქართლსა და კახეთში ეცნობიან. ჯგუფის წევრების მხრიდან მაღალია ინტერესი, მოიძიონ ახალი პარტნიორები საქართველოში, რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს კორეის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდაზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ანალოგიური ღვინის ტური, გასულ წელსაც განხორციელდა, რასაც შედეგად, ქართული ღვინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიასა და კორეელ იმპორტიორებს შორის სავაჭრო პარტნიორობა მოჰყვა. კორეის რესპუბლიკა ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის 2019 წელს გამოიკვეთა როგორც სტრატეგიული ბაზარი, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი მარკეტინგული ღონისძიება განხორციელდა. ღონისძიებები ემსახურებოდა ქართული ღვინის შესახებ კორეელი მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ქართული ღვინის პოპულარიზაციას. მიმდინარე წლიდან, კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩაერთო. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, მიმდინარე წელს, კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის ორი მასშტაბური წარდგენა-დეგუსტაცია მოეწყო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)