|
2023-10-27 12:19:41, 626 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს
დაცული ტერიტორიების სააგენტოში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული მიმართულებით, სააგენტოს მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებს ტრენინგების მორიგი ეტაპი ჩაუტარდათ. „ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის რეფორმა საქართველოში ეტაპობრივად მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად და წარმოადგენს ქვეყნისთვის საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. საქართველოს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის სტრუქტურა სრულად შეესაბამება ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებულ მოდელს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ერთ-ერთი პირველია საპილოტე სამინისტროებსა და სსიპებს შორის, რომლებმაც აღნიშნული პროგრამის დანერგვა უნდა მოახდინონ. პროგრამის მიზანი საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის გაუმჯობესებაა. ტრენინგი „რისკების მართვა საჯარო დაწესებულებაში“ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. ტრენინგი ხელს შეუწყობს აღნიშნული მიმართულებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლებას და FMC სისტემის ეფექტიან დანერგვას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)