|
2023-10-26 14:28:08, 600 ნახვა
საზოგადოება
თამაზ მღებრიშვილმა მსოფლიო ბანკის მისიის ჯგუფთან შეხვედრა გამართა
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა მსოფლიო ბანკის მისიის ჯგუფთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ (GRAIL) ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. „აღნიშნული პროექტი სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის თანამონაწილეობით განხორციელდება. პროექტი ექვსწლიანია და მისი ბიუჯეტი 150 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტით გათვალისწინებულია აღმოსავლეთ საქართველოში 5 საირიგაციო, ხოლო დასავლეთ საქართველოში - ერთი სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია- მოდერნიზაცია, ასევე, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით, ინსტიტუციური რეფორმის განხორციელება. სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის შედეგად, 25 ათას ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე საირიგაციო მომსახურება გაუმჯობესდება. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს „საქართველოს ირიგაციის სექტორის განვითარების საგზაო რუკა“, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიების, შეფასებების და პროგრამების ერთობლიობას შპს „საქართველოს მელიორაციის“ 2023-2029 წლების სამოქმედო გეგმის აქტივობების განსახორციელებლად. საუბარი შეეხო კომპლექსური ინსტიტუციური რეფორმის პროგრამას, „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტში“ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მნიშვნელობას; ასევე, „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ ფარგლებში საველე დონის ლიდერობის დანერგვის საკითხს. აღნიშნული პროგრამა წარმატებით განხორციელდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში და ითვალისწინებდა ტრენინგების საშუალებით ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს კომპანიის სათაო და სერვისცენტრების დონეზე ლიდერების გამოვლენას. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სემეკის, მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელი ერთეულის წარმომადგენლები, მსოფლიო ბანკის ექსპერტები და შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)