|
2023-10-24 11:59:28, 826 ნახვა
საზოგადოება
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - დაუშვებელია, თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედების ვადები გადაიხედოს
დაუშვებელია, თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედების ვადები გადაიხედოს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" ავრცელებს. როგორც "თამბაქოს კონტროლის ალიანსში" ამბობენ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ძალაში უნდა დარჩეს. "ახლახან, პარლამენტში დაარეგისტრირეს თამბაქოს ინდუსტრიის წინადადება, რომლის თანახმად, „ფილიპ მორისის“ წარმოებულ გასახურებელ თამბაქოზე (ე.წ. აიქოსი) სადა (სტანდარტიზებული) შეფუთვის ნორმა საერთოდ არ უნდა გავრცელდეს. ამასთან, თამბაქოს მწარმოებლები მოითხოვენ, სადა შეფუთვის ძალაში შესვლიდან თამბაქოს ნაწარმის ძველი მარაგების ამოსაყიდად 8 თვე მიეცეთ, რაც აბსოლუტურად არაგონივრულია, საერთაშორისო პრაქტიკით 1-3 თვეც კმარა. მეტიც, ანალოგიური რეგულაციის ამოქმედებისას, საქართველოს სიდიდის ქვეყნებში არანაირი ვადები არ გაითვალისწინეს. თამბაქოს ინდუსტრია ასევე მოითხოვს თამბაქოს კოლოფებზე ბრენდების სახელწოდებების ინგლისურ ენაზე დატანასაც, რაც კომპანიებს ბრენდების პოპულარიზაციის შესაძლებლობას მისცემს და ფაქტობრივად სადა შეფუთვაც აღარ გამოვა. ამასთან, არასახელმწიფო ენაზე ბრენდის სასხელწოდების კოლოფზე დატანა მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, სადაც სახელმწიფოებრივი ინტერესები, სახელმწიფო ენა პრიორიტეტულია. სამწუხაროა, რომ აღნიშნული წინადადების პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ ეჭვქვეშ დადგა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც მიმდინარე წლის, 31 მაისს, პარლამენტში გააკეთა, „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მან აღნიშნა, რომ სადა შეფუთვის არც ნორმა და არც მისი ამოქმედების ვადები აღარ გადაიხედებოდა და 2024 წლის 31 ივლისიდან ახალი რეგულაციის ძალაში შესვლას ხელს ვერაფერი შეუშლისო. ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების პარლამენტში წარმდგენთა უკვე ცნობილ, თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების გამტარებელ სონღულაშვილი-დასენის ჯგუფს დაემატა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე და ანტონ ობოლაშვილი, იმ კომიტეტის წევრები, რომლის უმთავრესი მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვა უნდა იყოს და არა ბიზნესის, რომლის მიერ წარმოებული პროდუქცია კლავს. მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შეაჩერონ საქართველოს პარლამენტში თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების გატარების მცდელობა, იმ ინდუსტრიის, რომლის მიერ წარმოებული ლეტალური პროდუქტების მოხმარება, მშვიდობიან პერიოდში, ყოველწლიურად გვიკლავს იმდენ ადამიანს, რამდენიც ბორჯომის ამჟამიმდელი მოსახლეობაა. თამბაქოს კონტროლის რეფორმების ეფქტურმა ღონისძიებებმა გამოიწვია რესპირაციული და გულსისხლძარღვთა დაავადებების გავრცელების კლების ტენდენცია, 90%-ით გაუმჯობესდა კარშიდა ჰაერის ხარისხი დახურულ საჯარო სივრცეებში, 4%-ით შემცირდა თამბაქოს მოხმარება საზოგადოებაში და თავად მწეველებს შორის 10%-ით. ასევე, 15%-ით შემცირდა თამბაქოს ბაზარი, რაც რა თქმა უნდა, საგანგაშო მაჩვენებელი იყო თამბაქოს ინდუსტრიისათვის, რის გამოც ერთ-ერთმა მსხვილმა წარმომადგენელმა, ბრიტანულ-ამერიკული თამბაქოს კომპანიამ, ორი წლის წინ მარკეტინგული ოფისი დახურა საქართველოში. შესაბამისად, სხვა მსხვილმა მოთამაშეებმა გააქტიურეს რესურსების ის ნაწილი, რომელიც სპეციალურად აქვთ გამოყოფილი პოლიტიკოსების მოსასყიდად და თამბაქოს პროდუქტების უკანონო რეკლამა-პოპულარიზაციის ღონისძიებებისათვის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში",- ნათქვამია "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადებაში.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)