|
2023-10-24 10:45:03, 795 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკი კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კამპანიას უერთდება
ბაზისბანკი, მესამე წელია, საქართველოს ეროვნული ბანკის და ფინანსური განათლების პორტალი ფინედუს ინიციატივით გამართულ კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას უერთდება. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება. წელს კამპანიის სლოგანია - დაფიქრდი, სანამ გახსნი #იყავიჰაკერზეჭკვიანი. ტექნოლოგიების განვითარება სწრაფს და ეფექტიანს ხდის ფინანსური თუ სხვა მომსახურებების მიღებას, თუმცა, შესაბამისად იზრდება რისკებიც. ყოველწლიურად ჩდება კიბერთავდასხმებისა და თაღლითობების ახალი მეთოდები, რომელთა თავიდან არიდება და იდენტიფიცირება მხოლოდ ცნობიერების ამაღლების გზით შეიძლება. კიბერ და ფინანსური უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ფინანსური სექტორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და არაერთი პროექტი განახორციელა. წელს დაგეგმილია საინფორმაციო კამპანია, რომლის დროსაც საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს სხვადასხვა სტატიას, ბლოგსა თუ ვიდეომასალას ისეთ თემებზე, როგორიცაა: სოციალური ინჟინერია და მისი სახეები, კიბერკრიმინალების ამოცნობისა და მათგან თავდაცვის მექანიზმები, კიბერუსაფრთხოება ბიზნესებისთვის.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)