|
2023-10-23 18:42:21, 987 ნახვა
ეკონომიკა
მაია ომიაძე - ჩვენი პროგნოზები გამართლდა და ტურისტული ვიზიტების სწრაფი ტემპით აღდგენა გრძელდება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე 2023 წლის 9 თვის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მისი განცხადებით, 3 კვარტლის მონაცემებით ტურისტული ვიზიტები პანდემიურ პერიოდთან შედარებით თითქმის სრულად აღდგა. „2023 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით საქართველოს 5 მილიონი 600 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით თითქმის 80 %-ით აღდგენა გვაქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წელთან მიმართებით +43%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მაია ომიაძის თქმით ტურისტული ვიზიტების სწრაფი ტემპით აღდგენა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სწორი სტრატეგიის შედეგია. „მინდა, ხაზი გავუსვა ფაქტს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზები გამართლდა და ტურისტული ვიზიტების სწრაფი ტემპით აღდგენა გრძელდება. ძალიან სწორი მარკეტინგული სტრატეგიით მივდივართ, ჩვენი სამიზნე ქვეყნებია: გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ევროპის სხვა სახელმწიფოები, ასევე აღმოსავლეთის, სპარსეთის ყურისა და შორეული ქვეყნები: ინდოეთი, ჩინეთი, აშშ. სწორედ ეს სახელმწიფოები, ასევე მეზობელი ქვეყნები გამოირჩევიან საქართველოში ტურისტების რაოდენობით“, - აცხადებს მაია ომიაძემ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-სექტემბრის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2023 წლის I-III კვარტალში საქართველოში 5,566,980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +43%-ია. 9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია.
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)