|
2023-10-23 16:15:16, 948 ნახვა
ეკონომიკა
აბრეშუმის გზის ფორუმის საინვესტიციო პანელის მოდერატორი Deutsche Welle-ს პოლიტიკური ანალიტიკოსი მელინდა ქრეინი იქნება
საინვესტიციო პანელის ორ სესიას, რომლებიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, 27 ოქტომბერს, სასტუმრო „ბილტმორში" გაიმართება, მოდერატორობას ტელეკომპანია Deutsche Welle-ს პოლიტიკური ანალიტიკოსი მელინდა ქრეინი გაუწევს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქრეინს ორ ათწლეულზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს ღონისძიებების და დისკუსიების მოდერაციაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამინისტროებისა და კერძო კომპანიებისთვის. 15 წლის განმავლობაში იგი თანამშრომლობდა კომპანიებთან, რომლებიც მუშაობდნენ გარემოზე კლიმატის ზემოქმედებისა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე, მათ შორისაა UNFCCC, გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი, IRENA, პოტსდამის ინსტიტუტი, P4G, R20 - ავსტრიის მსოფლიო სამიტი და სხვა. "სესიების დასრულების შემდეგ გაიმართება ორმხრივი (B2B) შეხვედრები, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს საქმიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა ექნებათ. აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაფუძნდა და ყოველ ორ წელიწადში იმართება, ზრდის დაკავშირებადობას და ხელს უწყობს ქვეყნების მეტად ჩართულობას, მათ შორის, „შუა დერეფნის" ინიციატივაში. 2023 წლის ორდღიანი ფორუმი 26 სექტემბერს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის სესიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)