|
2023-10-18 17:11:41, 895 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის შეხვედრების სერია 19 ოქტომბერს დაიწყება
„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა რამდენიმე თვის წინ მომხმარებლებს შეთავაზებების მართვის ახალი პლატფორმა - „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერი წარუდგინა. Ads მენეჯერის შეხვედრების სერიის ფარგლებში პირველი ონლაინ ღონისძიება - გაიგე როგორ შექმნა სწორი შეთავაზება, 19 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ თუ როგორ მუშაობს შეთავაზების მართვის ახალი პლატფორმა და მისი რეკომენდერ სისტემა. შეხვედრას „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის Product Owner - თორნიკე სამადაშვილი გაუძღვება და შემდეგ საკითხებს განიხილავს :
„საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის ზრდას და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. მოხარული ვარ, რომ Ads მენეჯერის შეხვედრების სერიის ფარგლებში უნდა ვისაუბრო ამ ინოვაციურ პროდუქტზე, თუ როგორ მუშაობს და როგორ შეუძლიათ ბიზნესებს შექმნან შეთავაზებები 1 200 000 - ზე მეტი ადამიანისთვის. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სერვისებისა თუ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას“ - განაცხადა თორნიკე სამადაშვილმა, „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის Product Owner -მა შეხვედრა ჩატარდება ონლაინ. რეგისტრაცია შეუძლია ყველას, ვინც დაინტერესებულია ბიზნესის ზრდით ან ახალი მარკეტინგული შესაძლებლობებით, 19 ოქტომბრის 18:00 - მდე. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)