17:23 - 07 Oct, 2026
|
2023-10-18 16:33:10, 1212 ნახვა
სამართალი
შსს-მ ბოლნისში, მერვე კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მე-8 კლასელმა იმშობიარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რადიო "მარნეული" სამოქალაქო აქტივისტ თოზუ გულმამედლზე დაყრდნობით ავრცელებს. „ადგილობრივების თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ნაადრევი ქორწინების მსხვერპლმა, მე-8 კლასის მოსწავლემ იმშობიარა. საქმეს იძიებს შსს. აშკარად ჩანს, რომ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებლი ბავშვების დასაცავად“,- წერს გულმამედლი "ფეისბუქზე". როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
კობახიძე - ციხეებში ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს - ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა
რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეა
ხოშტარია ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობს, საზოგადოებას კონკრეტული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს
მაჭავარიანი დავითაძეზე: ეს ინტრიგანი ადამიანი ვერ გამოიწვევს საზოგადოების პროტესტს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)