|
2023-10-17 16:12:38, 590 ნახვა
საზოგადოება
ლომინაძე - სასწრაფო გადაუდებელი ბრიგადა ემსახურება ყველა მუნიციპალიტეტს, საჭირო სამედიცინო მომსახურეობას და ტრანსპორტირებას პაციენტები იღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
დღესდღეობით საქართველოში 319 სასწრაფო გადაუდებელი ბრიგადა და 22 რეანიმობილი არსებობს. სასწრაფო გადაუდებელი ბრიგადა ემსახურება ყველა მუნიციპალიტეტს. საჭირო სამედიცინო მომსახურეობას და ტრანსპორტირებას პაციენტები იღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც სრულად შეესაბამება ყველა ნორმას და სტანდარტს რაც მსოფლიოში მოქმედებს,- ასე უპასუხა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის გამოსვლას, რომ საქართველოს მოსახლეობა ვერ იღებს დროულ და სათანადოდ სამედიცინო სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას. ლომინაძის თქმით, მთავრობამ მიიღო დადგენილება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების თანამშრომლების ხელფასის მატების შესახებ. „მინდა შევახსენო ჩვენ ოპონენტებს, სულ ცოტა ხნის წინ, მთავრობამ მიიღო დადგენილება და სასწრაფო გადაუდებელი ბრიგადების თანამშრომლების - ექიმების, ექთნების, მძღოლების ხელფასის მატება იქნა დაანონსებული და პირველი იანვრიდან კიდევ დამატებით იქნება ხელფასების მატება. ბოლო წელიწად-ნახევარში სახელმწიფოში იქნა შეძენილი 5 ახალი პედიატრიული მიმართულების რეანიმობილი, რამაც კიდევ ერთხელ შეამცირა დრო პაციენტის გადაყვანასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ახალ გეგმებს, სახელმწიფოს შეძენილი აქვს და სულ მალე შემოვა 15 ახალი რეანიმობილი, რომელიც განთავსდება ოთხ მუნიციპალიტეტში: მესტია, ტყიბული, სენაკი, ლაგოდეხი და ასევე პედიატრიული რეანიმობილები, რომლებიც განთავსებული იქნება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ამიტომ ეს განცხადება კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ შეესაბამება სიმართლეს და სიცრუეა და ემსახურება ჩვენი სამედიცინო პერსონალის დისკრედიტაციას“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)