|
2023-10-15 17:28:23, 876 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია იმართება [ვიდეო]
თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. აქციაზე, რომლის ორგანიზატორიც ორგანიზაცია "ნაბიჯია", მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ისრაელსა და ისრაელელ ხალხს. "ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელ ერს. ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ეს არის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ბრძოლაში ისრაელი გაიმარჯვებს და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ბოროტება, ადამიანების ხოცვა",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ "ტვ პირველთან" საუბრისას. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. ქვეყანამ განაცხადა, რომ მზადდებოდა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება, აღნიშნულის ფონზე კი, ისრაელმა მოუწოდა გაეროს, ვიდრე ოპერაციას დაიწყებდა, ღაზას ჩრდილოეთით მყოფი მოსახლეობის სამხრეთში ევაკუაცია განეხორციელებინა. ისრაელის მოწოდების საპასუხოდ, "ჰამასმა" ადგილობრივებს უთხრა, რომ არ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები. ისრაელის მიერ ევაკუაციისთვის განკუთვნილი 24 საათის ამოწურვის შემდეგ, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის მცხოვრებლებს სამხრეთში გადაადგილებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. 7 ოქტომბრიდან დღემდე, "ჰამასმა" არაერთი სარაკეტო იერში განახორციელა ისრაელის სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქებზე, მათ შორის სდეროტზე, აშკელონზე, თელ-ავივზე, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო საჰაერო იერიშები მოჰყვა. რაც შეეხება მსხვერპლს, როგორც ისრაელის, ისე ღაზას ტეროტორიაზე დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)