|
2023-10-15 12:20:34, 636 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ სოფელ საკეციაში, დავით ციმაკურიძის ოჯახურ რთველში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სოფელ საკეციაში, დავით ციმაკურიძის ოჯახურ რთველში მიიღო მონაწილეობა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, რაჭაში, სოფელ საკეციაში, მევენახე დავით ციმაკურიძეს მუჯურეთულის, ალექსანდროულის, ცოლიკაურის და ციცქას ჯიშის ყურძენი 15 ჰა ფართობზე აქვს გაშენებული. მევენახის რთველში, მინისტრთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე იმყოფებოდნენ. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად განხორციელებული სუბსიდირების მეშვეობით, მევენახეები იღებენ კარგ შემოსავალს. ვფიქრობთ, რომ წელს, რაჭაში, დაახლოებით 1500 ტონაზე მეტი იქნება მოსავალი. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ დარგის განვითარებას და ვენახების გაშენების პროცესს. გვაქვს ახალი პროგრამა მაღალმთიანი რეგიონებისთვის, რომლის ფარგლებშიც ვაფინანსებთ სამეწარმეო საქმიანობას, მათ შორის არის მარნების მოწყობის დაფინანსება, ახალი საწარმოების შექმნა, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მევენახემ შეძლოს ღვინის დაწურვა, დაყენება და უფრო მაღალი შემოსავლით მისი რეალიზება; საკმაოდ ბევრი განაცხადია შემოსული ახალი პროგრამით სარგებლობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სექტორის განვითარებას”,- განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა დავით ციმაკურიძის ღვინის მარანიც „საკეციის მარანი” დაათვალიერა, რომელიც მევენახე ფერმერმა სოფლის განვითარების სააგენტოს „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების“ პროექტით თანადაფინანსებით გახსნა. შპს ,„საკეციის მარანს" წლიურად 15 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია. მარანში წელს პირველად დააყენებენ ღვინოს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)