15:58 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-15 10:54:41, 947 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ღვინის დღეები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას, ტურიზმის სტიმულირებას და მეღვინეების წარმატებას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ღვინის დღეების ფარგლებში გურჯანიის ღვინის ფესტივალის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ღვინის დღეები განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკვე მეორე წელია იმართება და ერთგვარ ტრადიციად იქცა.

„ღვინის დღეების ფესტივალის ფარგლებში გურჯაანს სტუმრობს ათასობით ადამიანი, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, ადგილზე დააგემოვნონ 340-ზე მეტი ქართველი მეღვინის მიერ წარმოებული ქართული უნიკალური ღვინო", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გურჯაანს ასევე სტუმრობს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ევროპიდან და ამერიკიდან.

„ისეთი წამყვანი გამოცემების წარმომადგენლებს, როგორიცაა "ფორბსი" და სხვა,  შესაძლებლობა აქვთ კიდევ უფრო უკეთ გაეცნონ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს და ჩვენი მთავარი ღირებულების - ქართული ღვინის უნიკალურობას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ წინ წამოვწიოთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართული ღვინისა და  ტურიზმის შესაძლებლობას. მჯერა, რომ დღევანდელი  ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის მეტად ზრდასა და მეღვინეების წარმატებას სხვადასხვა ბაზრებზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics