|
2023-10-12 16:54:05, 726 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი ისრაელს - თქვენ, შესაძლოა, ძლიერები იყოთ საკუთარი თავის დაცვისას, თუმცა ვიდრე აშშ არსებობს, მარტო არასდროს იქნებით
თქვენ, შესაძლოა, საკმარისად ძლიერები იყოთ საკუთარი თავის დაცვისას, თუმცა, ვიდრე აშშ არსებობს, თქვენ არასდროს იქნებით მარტო, ჩვენ ყოველთვის თქვენს მხარეს ვიქნებით, - ამის შესახებ თელ-ავივში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბლინკენის თქმით, აშშ მუშაობს მძევლების გათავისუფლების საკითხზე და მკაფიოდ აფრთხილებს რეგიონში მოქმედ სხვა ძალებს, რომ კონფლიქტში არ ჩაერთონ. „ჩვენ ვასრულებთ პირობას. გამარაგებთ საბრძოლო მასალებით "რკინის გუმბათის" მარაგების შესავსებად, ასევე სხვა სამხედრო ტექნიკით. აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი უკვე ჩამოვიდა ისრაელში და დანარჩენი გზაშია. ისრაელის თავდაცვის საჭიროებების განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვიმუშავებთ კონგრესთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ისინი დაკმაყოფილებული იქნება. შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენს კონგრესში არის აბსოლუტური, ორპარტიული მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ“, - განაცხადა ბლინკენმა. ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 203-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ისრაელს, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში "ჰამასის" თავდასხმას 1 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
რუსული Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
მთავრობამ საქართველოს განვითარების ფონდი გააუქმა
მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა - ფეხბურთში ქალთა ეროვნული ლიგის თამაში პროტესტის ნიშნად ჩაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)