|
2023-10-12 10:57:21, 901 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი ავიაკომპანია ჯეოსქაის ფინანსური პარტნიორია
ავიაკომპანია ჯეოსქაი 2017 წელს დაარსდა და წარმატებით ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ჯეოსქაიმ იმავე წელს გაიარა სერტიფიცირება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს TCO ავტორიზაცია მიენიჭა. ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამგზავრო და სატვირთო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები. 2023 წლიდან ავიაკომპანია ჯეოსქაიმ Georgian Wings-ის სავაჭრო ნიშნით დაიწყო რეგულარული სამგზავნო ფრენები ბათუმის მიმართულებით და საერთაშორისო ფრენები ბაქოს მიმართულებით. პირველად ქართულ საავიაციო დარგში, ბაზისბანკისა და ჯეოსქაის ერთობლივი ძალისხმევით, განხორციელდა ჯეოსქაის შესაძენი საჰაერო ხომალდის დაფინანსება, რაც პირველი პრეცედენტი იყო ქართულ საბანკო სექტორში. ბაზისბანკთან პარტნიორობით, ჯეოსქაის საჰაერო ფლოტს ასევე სრულიად ახალი, ფრანგული წარმოების შვეულმფრენი შეემატა და სატვირთო ფრენების გარდა, ავიაკომპანია ტურისტული და ექსტრემალური მიმართულებითაც აქტიურად ოპერირებს. მათ შორის აღსანიშნავია პირადი ფრენების განხორციელება თუშეთის მიმართულებით, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც ტურისტებში, ისე ადგილობრივ დამსვენებლებში. ავიაკომპანია ძირითადად ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური მაღალკვალიფიციური პერსონალით არის დაკომპლექტებული, რომლის პროფესიონალთა გუნდს უდიდესი წვლილი შეაქვს ქართული ავიაციის განვითარებაში და თანამედროვე მოთხოვნებისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დანერგვაში. ჯეოსქაიში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზისბანკის ჰოლდინგში შემავალი სადაზღვევო კომპანიაც აქტიურად თანამშრომლობს ჯეოსქაისთან და კომპანიის საჰაერო ფლოტის ხომალდები სრულად დაზღვეულია ბბ დაზღვევის მიერ. „ავიაკომპანიის დაფუძნების დღიდან ვთანამშრომლობთ ბაზისბანკთან, რაც გადაზრდილია პარტნიორობაში და ამ დროის განმავლობაში ერთობლივად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მოგეხსენებათ ავიაცია გლობალური დარგია და გვიწევს ბევრ საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების შეუფერხებლად განხორციელება. ავიაკომპანია ჯეოსქაის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია ისეთი სტაბილური ბანკის პარტნიორობა, როგორიც არის ბაზისბანკი.“ - შალვა კიკნაძე, ავიაკომპანია ჯეოსქაის პრეზიდენტი. „ბაზისბანკსა და საავიაციო ბაზრის ლიდერ ავიაკომპანია ჯეოსქაის წარმატებული პარტნიორობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ჯეოსქაი განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც მუდმივად ფართოვდება, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ისწრაფვის დანერგოს სიახლეები საავიაციო ბაზარზე. ჩვენთვის, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ჯეოსქაისთან პარტნიორობით, ხელს ვუწყობთ მასშტაბური და ქვეყნის საავიაციო დარგისთვის სტრატეგიულად მნიშვნლოვანი პროექტების განხორციელებას, რაც, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.“ - გიგი გაბუნია, ბაზისბანკის კომერციული დირექტორი. ბაზისბანკის და ავიაკომპანია ჯეოსქაის პარტნიორობის ვიდეო ისტორია.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)