|
2023-10-12 10:02:27, 945 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გამოცემული წიგნის - „ბიზნესისტორიები საქართველოდან“ პრეზენტაცია გაიმართა
"საქართველოს ბანკი", როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მრავალი წელია არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია. სწორედ ამ მიზნით, ბანკის და მარკეტერის პარტნიორობით გამოცემული წიგნის - „ბიზნესისტორიები საქართველოდან“ - პრეზენტაცია 11 ოქტომბერს გაიმართა. „ბიზნესისტორიები საქართველოდან“ საქართველოს ბიზნესის ისტორიას ყვება. ამ წიგნში საქართველოში მოღვაწე მეწარმეების შესახებ ისტორიებია თავმოყრილი, მათ შორის: ძმები ზუბალაშვილების, ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძის, დავით სარაჯიშვილის, გიორგი ქართველიშვილის, მიქაელ არამიანცის, მიტროფანე ლაღიძის, აკაკი ხოშტარიას, მელიქ აზარიანცის, გივი ზალდასტანიშვილის და სხვათა ისტორიები. აღსანიშნავია, რომ წიგნის შეძენა „ერთი ერთისთვის“ პრინციპით არის შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ერთ წიგნს შეიძენთ, მეორე წიგნი საჩუქრად გაეგზავნებათ იმ სკოლებსა და ბავშვებს, ვისაც ის ძალიან გამოადგება. „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი მთავარი ღირებულება განათლებაა. მოხარული ვარ, რომ მარკეტერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო წიგნი გამოვეცით ქართული ბიზნესის ისტორიის შესახებ. ძალიან კარგი ინიციატივაა, რომ წიგნი „ერთი- ერთისთვის“ პრინციპით გაიყიდება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივცეთ წვდომა თვითგანვითარებისა და შემეცნებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, რაც ხელს შეუწყობს მათში ზოგადი განათლების ამაღლებას. ჩვენ ვაგრძელებთ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას“,- აცხადებენ "საქართველოს ბანკში". წიგნის შეძენა შესაძლებელია ონალინ. შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)