|
2023-10-11 17:07:20, 1109 ნახვა
საზოგადოება
ზურაბიშვილი - არ ვიცი, როგორც პრეზიდენტს, რამდენი დღე დამრჩა - ღირებული იქნება, ეს იყოს ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ნიკო კვარაცხელიასთვის
არ ვიცი, როგორც პრეზიდენტს, რამდენი დღე დამრჩა, მაგრამ ჩემთვის ღირებული იქნება, რომ ეს იყოს ჩემთვის ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ნიკო კვარაცხელია გარდაცვალების შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტის თქმით, ახალგაზრდობას არ სურს ჩაკეტილობა, პირიქით, მათ სურთ, რომ მსოფლიოს ნაწილი იყვნენ. "არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ღირებული იქნება, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, ეს იყოს ჩემთვის ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა, ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, ასევე თაობისთვის. ცხადია, ეს დღე იმ ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნება, რომელმაც მოკლე დროში ბევრი შეძლო. ვიცით, რომ უცხოეთში იყო გაზრდილი, იქ ჰქონდა განათლება მიღებული, მოიარა ბევრი ქვეყანა და ეს არის დღევანდელი დღის მოცემულობა, რომ არავინ არის ერთ ადგილზე, ის, რომ არ მოძრაობდეს და არ ხედავდეს მსოფლიოს. ამით ვართ ჩვენ დღევანდელი მსოფლიოს ნაწილი. ჩაკეტილობა, არასდროს არ იყო ჩვენთვის მიმზიდველი და არ იქნება. დიდი იმედი მაქვს, ეს ახალგაზრდები მაინც ჩათვლიან, რომ ეს ქვეყანა მათი ქვეყანაა და აქ არის პერსპექტივა მათთვის, რომ არ ჩაიქნევენ ხელს და არ იფიქრებენ, რომ მხოლოდ სხვაგან უნდა მონახონ ახალი პერსპექტივა. ეს ჩვენი, ვინც აქ ვართ და ვისაც გვაქვს პასუხისმგებლობა, ეს ჩვენი გასაკეთებელია, რომ ისევ დაინახონ, ამ ქვეყნას სჭირდება თავისი ახალგაზრდობა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)