|
2023-10-11 11:49:40, 777 ნახვა
საზოგადოება
თურქეთის ბავშვთა ომბუდსმენი სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა
თურქეთის ომბუდსმენი ბავშვის უფლებების საკითხებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯალილე ოზლემ თუნჩაქს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, უწყების ხედვა და მიმდინარე პროექტები გააცნო. "მხარეებმა, ამ კუთხით, დღეს არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს. ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრის საქმიანობის შესახებ, სტუმრებს, დეტალური ინფორმაცია, ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ხელმძღვანელმა, ინდირა რობაქიძემ გააცნო. დაწესებულებაში, ერთ სივრცეში, ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე, ხორციელდება მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია. შეხვედრას თურქეთის დელეგაციასთან ერთად, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სოფიო კილაძე ესწრებოდნენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)