|
2023-10-10 15:58:57, 811 ნახვა
საზოგადოება
PSP-მ მონაწილეობა მიიღო თბილისის პირველი ციფრული პროდუქტების კონფერენციაში ProdAct Conference 2023
PSP-მ, როგორც პირველმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, რომელმაც ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი ჯერ კიდევ 2007 წელს პირველი ონლაინ აფთიაქის შექმნით დაიწყო, ფარმაციის დარგში წლების მანძილზე ელექტრონული კომერციისა და ბიზნეს პროცესების ციფრული ტრანფორმაციის შესახებ გამოცდილების შესახებ მოხსენება გააკეთა ProdAct Community Georgia-ს მიერ ორგანიზებულ ციფრული პროდუქტების კონფერენციაზე. აღნიშნულ ინფორმაციას PSP ავრცელებს. PSP-ს ცნობით, 2023 წლის 8 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ციფრული ტექნოლოგიებს და ციფრული პროდუქტების მენეჯმენტით დაინტერესებული 400-მდე ციფრული პროდუქტის მენეჯერები, დიზაინერები, ინჟინრები, მეწარმეები, სტუდენტები შეიკრიბნენ. "ფარმაცევტულ დარგში ციფრული ტრანფორმაციების გამოცდილების შესახებ ისაუბრეს PSP-ს ბიზნეს პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა თიკო ცეცხლაძემ და ელექტრონული კომერციის განვითარების მენეჯერმა საბა ფაშურიშვილმა. 1-დღიან კონფერენციაში მონაწილეობა 20-მდე კომპანიამ და 5-მა სტარტაპმა მიიღო, მათ შორის, საერთაშორისო კომპანიების Stanford Club of Poland, Miro, Spotify, Google-ის უცხოელმა წარმომადგენლებმა და ქართველმა სპეციალისტებმა, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობენ. ორგანიზატორების თმით, კონფერენცია ყოველწლიურად ჩატარდება და ციფრული პროდუქტების სიახლეების გაცვლის საუკეთესო საშუალება იქნება ქართველი ციფრული პროდუქტების სპეციალისტებისთვის",- ნათქვამია PSP-ს ინფორმაციაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)