|
2023-10-10 14:08:41, 700 ნახვა
საზოგადოება
10-12 ოქტომბერს, „ღვინის დღეების“ ფარგლებში, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს
10-12 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსებული „ღვინის დღეების“ ფარგლებში, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება. სამეცნიერო კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გახსნა. „მოხარული ვართ, გიმასპინძლოთ საქართველოში და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნო, რომ თქვენ, საერთაშორისო უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების წამყვანი მეცნიერები დღეს ღვინის სამშობლოს საპატიო სტუმრები ხართ. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2014 წელს დავიწყეთ. პროექტის მიზანი საქართველოს ღვინის კულტურის უძველეს კერად დადასტურებისათვის ახალი მონაცემების შეგროვება იყო. კვლევის შედეგებმა ვაზის მოშინაურებასა და ღვინის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით ახალი რეალობა გააჩინა, 2017 წელს, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იყო აღმოჩენილი, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა. დღეს, კონფერენციის ფარგლებში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მკვლევარებთან, ექსპერტებთან და დაინტერესებულ ფართო საზოგადოებასთან ერთად გვინდა შევაჯამოთ პროექტის შედეგები და მომავალი კვლევების პრიორიტეტებზე ვიმსჯელოთ“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, მსოფლიოს 11 ქვეყნიდან (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, აშშ, კანადა, ისრაელი, ბრაზილია, სამხ.აფრიკა, ხორვატია) 22 მეცნიერი, მკვლევარი და ექსპერტი ესწრება. ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის მულტიდისციპლინარულ სამეცნიერო პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართული არიან პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) მეცნიერები. პროექტი სწავლობს ქართულ ვაზსა და ღვინოს სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის საშუალებით, რათა გამოიკვლიოს მისი ისტორია, თანამედროვე მდგომარეობა და წარმოაჩინოს მევენახეობა - მეღვინეობის მომავალი განვითარების პოტენციალი. როგორც პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერმა, მკვლევარმა, პატრიკ მაკგოვერნიმ აღნიშნა, ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტით უკვე დადასტურდა ქართული ღვინის დაყენების 8000 წლიანი ისტორია. გრძელდება გათხრები, კვლევები და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ მეტი დადასტურება ამოვა ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის შესახებ. კონფერენცია მიზნად ისახავს პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო კვლევების შედეგების შეჯამებას და სამომავლო კვლევების პრიორიტეტულ მიმართულებებზე მსჯელობას. კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
რუტე ყირიმის ხიდზე თავდასხმაზე: უკრაინას შეუძლია დაიცვას თავი და თავს დაესხას რუსულ ლოგისტიკას
პუტინი სამიტზე ტრამპთან და სი ძინპინთან ბირთვული ბომბდამშენების თანხლებით ჩაფრინდა
IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



