|
2023-10-10 11:46:07, 656 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მელინე არაკელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიური მისიის განხორციელებაში წარმატებები უსურვა. მან ნიდერლანდების მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდის კუთხით და მადლიერება გამოხატა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ნიდერლანდების მიერ შეტანილი წვლილისთვის. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIBS) და სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივებში ნიდერლანდების წვლილზე. საუბარი შეეხო კრიზისების მართვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებსაც. აღინიშნა ნატო-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდში ნიდერლანდების ფინანსური მხარდაჭერა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებიც განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო სწავლებებში ქართველი და ჰოლანდიელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის საკითხებს. განხილვის თემას წარმოადგენდა ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებიც. ხაზგასმით აღინიშნა სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუცია. შეხვედრას ნიდერლანდების სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ერიკ ვან ვურენი დაესწრო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)