01:21 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 17:01:04, 1491 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის რეგიონის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის რეგიონის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის ცნობით, დელეგაციას სიჩუანის რეგიონის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლი ჰუი ხელმძღვანელობდა.

"შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა, განათლების, კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა.

თორნიკე რიჟვაძემ დელეგაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია აჭარის ტურისტული პოტენციალს, რეგიონის ბიზნეს შესაძლებლობების და აჭარის საკვანძო სატრანზიტო მნიშვნელობის შესახებ.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის - სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობას. საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას. ასევე, გამოითქვა მზადყოფნა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სიჩუანის რეგიონს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესახებ.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics