|
2023-09-29 10:42:25, 784 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში სასტუმრო სოლომონი ფართოვდება
ბაზისბანკთან პარტნიორობით და აწარმოე საქართველოში პროგრამის ფარგლებში, სასტუმრო ინდუსტრიისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, ქუთაისში სასტუმრო სოლომონი ფართოვდება და სტუმრებს ჯამში 28 ნომრით მოემსახურება, პროექტის განსახორციელებლად ბაზისბანკმა 1.5 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერა გასწია. ბაზისბანკთან პარტნიორობით ჩატარდება სასტუმროს გარე ფასადის სრული მოპირკეთება და სასტუმროს გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა, ასევე შენობის სრული რემონტი/აღჭურვა. ელექტროგაყვანილობის მოწესრიგება და გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობა. შენობა, რომელშიც სასტუმრო სოლომონია განთავსებული, მე-19 საუკუნეში არის აშენებული და გამოირჩევა უნიკალური სტილის არქიტექტურით. სასტუმრო ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ და ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. სასტუმროს ახალი კორპუსის დასრულება და პირველი სტუმრების გამასპინძლება 2024 წლის დასაწყისიდან არის დაგეგმილი. სასტუმრო, ვიზიტორებს საქართველოს გაცნობით სხვადასხვა ტიპის ტურებს სთავაზობს, მათ შორის ღვინის და ქართული ავთენტური სამზარეულოს სადეგუსტაციო ტურებს. დასასვენებელ სივრცეს, კერძო პარკინგსა და რეცეფციის 24 საათიან მომსახურებას სთავაზობს. „სასტუმროს განვითარება ჯერ კიდევ პანდემიის დროს დავგეგმეთ, რაც გამოწვევა იყო ბანკებთან ურთიეთობისას. ბაზისბანკმა ჩვენთან ერთად აიღო რისკები და პარტნიორული დამოკიდებულება გამოიჩინა, რაც ცალსახად მისასალმებელია. მინდა მადლობა გადავუხადო ბაზისბანკის გუნდს აღნიშნულ პროექტში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებ, რომ კიდევ მეტი მსგავსი პროექტი განხორციელდება ჩვენს ქალაქში, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებას“, - აცხადებს სასტუმრო სოლომონის მენეჯერი, გიორგი ქებულია. „ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს სამშენებლო სექსტორს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით სასტუმრო სოლომონი ფართოვდება და კიდევ ერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება“, - ამბობს ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის რეგიონის უფროსი, ნათია ბერიძე.
მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა თბილისიდან „ძალის გამოუყენებლობის გარანტიები“ მოითხოვეს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია დააანონსა
გენერალურ პროკურორსა და კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შორის შეხვედრა შედგა
24-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)