|
2023-09-27 13:18:27, 838 ნახვა
საზოგადოება
კალაძის თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონებში არსებულ ქუჩებში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ადგილობრივ მოსახლეობას კუთვნილი ავტომობილების საცხოვრებელ სახლთან უფასოდ გასაჩერებლად, მისამართის მიხედვით რეგისტრაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ფასიანი პარკირება ამოქმედდება: ჩუღურეთის რაიონში - ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; მთაწმინდის რაიონში - ლაპიაშვილის ქუჩაზე, ჭოველიძისა და ჯანაშიას ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორია; ვაკის რაიონში - კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე. „რამდენიმე წელია ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც ეტაპობრივად ყველა რაიონში ინერგება. როგორც იცით, ეს სისტემა პრიორიტეტს ანიჭებს წინასწარ რეგისტრირებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს, შშმ პირებს, ელექტრომობილების მფლობელებსა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს - ამ კატეგორიებისთვის პარკირება უფასოა. სხვა შემთხვევაში კი, სტანდარტული ტარიფი შეადგენს ერთ ლარს ერთი საათის განმავლობაში. გარდა ამისა, მოქალაქეს შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე, პირველი 15 წუთი ისარგებლოს უფასოდ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩამოთვლილი ქუჩების მცხოვრებლებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ გაუვლიათ რეგისტრაცია მისამართის მიხედვით, დარეგისტრირდნენ, რათა კუთვნილი ავტომანქანები სახლთან ახლოს, უფასოდ გააჩერონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განცხადებით, გამოყოფილია შესაბამისი ჯგუფები იმისთვის, რომ მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში დაეხმარონ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)