|
2023-09-27 12:22:01, 692 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძემ ლონდონში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 28-ე კონფერენციის სამუშაო სესია გახსნა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი ლონდონში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 28-ე გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, ირაკლი შოთაძემ კონფერენციის პირველი სამუშაო სესია გახსნა. პლენარული სესიაში თემაზე - "პროკურატურის ორგანიზაციისა და საქმიანობის ხელახალი შეფასება" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გენერალური პროკურორები მონაწილეობდნენ. ირაკლი შოთაძემ კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. ასევე, საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პროკურატურა წარმატებით თანამშრომლობს ევროპის საგამოძიებო უწყებებთან, მათ შორის თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. "ჩვენ წარვადგინეთ პრეზენტაცია საქართველოს პროკურატურის მიერ ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, კერძოდ, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში ჩამოყალიბდა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფი, ასევე მოვახდინეთ ჩვენი პროკურორების და გამომძიებლების სპეციალიზაცია კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას. ამ კუთხით, საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ მუშაობას ევროჯასთის ფარგლებში. ჩვენ, როგორც ევროპული სამართალდამცავი ორგანოების ღირსეული წევრები, ეფექტიანად გავაგრძელებთ მუშაობას მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ, რათა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი კანონის სრული სიმკაცრით", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ასევე, კონფერენციის პირველ სამუშაო დღეს მოწმეთა და დაზარალებულთა მიერ მტკიცებულებების გაზიარების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ სამუშაო სესიას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი უძღვებოდა. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 28-ე წლიური კონფერენცია ლონდონში, 24 სექტემბერს გაიხსნა და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენს „დანაშაულის ცვალებადი ბუნება 21-ე საუკუნეში: გამოწვევები და პასუხები". პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს დაარსდა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს პროკურორებს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებიდან. საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყება, ასევე ინდივიდუალური წევრი პროკურორები. საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრი 2011 წლიდანაა, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP-ის მმართველობითი ორგანოს - აღმასრულებელი კომიტეტის წევრად და შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში ჩაერთო. 2022 წელს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე ყოველწლიურ კონფერენციას საქართველომ უმასპინძლა. ამავე ღონისძიების ფარგლებში, ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად, ევროჯასთში (EUROJUST) საქართველოს მეკავშირე პროკურორი, გიორგი გოგაძე აირჩიეს.
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
აპრილში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)