|
2023-09-27 11:34:46, 811 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, აზარაშვილი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა, რომელიც უნგრეთის ჯანდაცვის, განათლების, სოციალური საკითხებისა და სხვა მიმართულებებს ხელმძღვანელობს. "ზურაბ აზარაშვილმა, კოლეგას საქართველოში სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეფერენტული ფასწარმოქმნის ამოქმედებას, ასევე, მიმოქცევაში არსებული, წამლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით GMP/GDP სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობას. მხარეებმა, საყოველთაო ჯანდაცვის მოქმედების 10 წლის შედეგებზე ისაუბრეს. განიხილეს დაფინანსების ახალი - DRG მოდელი, რომელიც საქართველოში 2022 წლის ნოემბრიდან მოქმედებს. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ მოდელის ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები მკვეთრად შემცირდა. უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და ქართულ მხარეს, ჯანდაცვის სერვისების მოწყობისა და დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით უნგრეთის გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრაზე, პირველადი ჯანდაცვის სერვისები და ამ სფეროს განვითარების მიზნით დაგეგმილი ცვლილებებიც განიხილეს. ზურაბ აზარაშვილი, ამ მიმართულებით უნგრეთის გამოცდილებას გაეცნო და კოლეგისგან პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების პოლიტიკის მიმართულებით დეტალური ინფორმაციაა მიიღო. მხარეები შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც უნგრელი ექსპერტები საქართველოში ჩამოვლენ, ასევე დაიგეგმა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების წარმომადგენლების ვიზიტი უნგრეთში, პროფილურ სააგენტოებთან. შეხვედრას უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი ესწრებოდა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)