|
2023-09-26 16:34:33, 1044 ნახვა
საზოგადოება
EU-დან საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების რუსეთში ექსპორტი აიკრძალა
დღეიდან, 26 სექტემბრიდან, ძალაში შევიდა განკარგულება, რომლის თანახმად, ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომანქანების რუსეთში ექსპორტი და რეექსპორტი იკრძალება. ევროპული საბჭოს დოკუმენტის მიხედვით, აკრძალვა ეხება მანქანებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1 900 კუბურ სანტიმეტრს. ასევე, ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებს. "2014 წლის 31 ივლისის კონსოლიდირებული ვერსიის დანართში მე-11 პაკეტის სახით შესული ცვლილების თანახმად, 2023 წლის 26 სექტემბრიდან, მიუხედავად ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებისა, აიკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი 1 900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების ისევე, როგორც ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანის რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში",- აღნიშნულია დოკუმენტში. ცნობისთვის, 1-ელი აგვისტოდან, საქართველოს ტერიტორიიდან აიკრძალა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთსა და ბელარუსში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)