|
2023-09-26 13:35:22, 679 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნუციკო გოგილაშვილი UN Global Compact-ის „ლიდერთა სამიტზე“ სპიკერად მონაწილეობდა
"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე, ნუციკო გოგილაშვილი ნიუ-იორკში გამართულ UN Global Compact-ის „ლიდერთა სამიტზე“ სიტყვით გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ნუციკო პირველი ქართველია, რომელიც “ლიდერთა სამიტზე“ სპიკერად მიიწვიეს. პანელზე - „ბიზნესების გადასვლა ვალდებულებიდან მოქმედებაზე ადამიანის უფლებებისა და შრომითი უფლებების საკითხებში“ - მან ადამიანის, მომხმარებლისა და შრომითი უფლებების შესახებ ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა მონაცემთა დაცვის, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკ-მენეჯმენტის მნიშვნელობაზე, ქართულ რეალობაში არსებულ გამოწვევებსა და "საქართველოს ბანკის" მიერ შემუშავებულ პრაქტიკებზე. პანელის სპიკერები იყვნენ: ტორსტენ პინკეპანკი - BASF-ის კორპორატიული მდგრადობის ურთიერთობების დირექტორი; ლუსიტა ჟასმინი - აზიისა და წყნარი ოკეანეთის რესურსების საერთაშორისო ჰოლდინგის (APRIL Group) მდგრადობისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი; რამონ გუემესი - BMV Group-ის მთავარი ფინანსური ოფიცერი და ასლი კასაპოლუ, Aslı Tekstil-ის ბორდის წევრი და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. პანელის ფარგლებში სპიკერები განიხილავდნენ ადამიანის უფლებებს კორპორატიულ გარემოში, მსმენელებს უზიარებდნენ შრომითი და ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით მათი კომპანიების გამოცდილებას, რაც შესაძლებლობას მისცემს აღმასრულებელ პოზიციებზე მყოფ მენეჯერებს, გასცდნენ დაკისრებულ ვალდებულებებს და გადავიდნენ მოქმედებაზე. აღსანიშნავია, რომ UN Global Compact-ის მიზანს კერძო სექტორის მხარდაჭერა და მათი მოტივირება წარმოადგენს, რათა მათ გადადგან ნაბიჯი მდგრადი განვითარების მიზნებისკენ და განახორციელონ ქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს ისეთ გამოწვევებთან გამკლავებას, როგორებიცაა გლობალური პანდემია, კლიმატური ცვლილებები, უთანასწორობა, კონფლიქტები, გლობალურ ეკონომიკასა და მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემები. ეს ის ამბიციური მიზნებია, რომლის დაძლევაც კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანებით არის შესაძლებელი.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)