|
2023-09-26 10:55:27, 906 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით მასწავლებელთა კონკურსის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
ბაზისბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ინიციატივით, მასწავლებელთა კონკურსის - "ფინანსური განათლება სკოლაში", შეხვედრა გაიმართება. საინფორმაციო შეხვედრა 29 სექტემბერს, 16:00 საათზე Zoom-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება, რომელიც პარალელურ რეჟიმში ფინედუს ფეისბუქგვერდის პირდაპირი ეთერით გადაიცემა. შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები გააჟღერებენ ინფორმაციას კონკურსის შესახებ, მასწავლებლებს გააცნობენ კონკურსში მონაწილეობის პირობებსა და საკონკურსო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებს. მასწავლებლებს კი ექნებათ შესაძლებლობა შეკითხვები დაუსვან სპიკერებს და მიიღონ პასუხები შეხვედრის მსვლელობისას. კონკურსი მიზნად ისახავს მასწავლებელთა მოტივირებას ფინანსური განათლების საკითხებით მეტად დაინტერესებისა და ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარების კუთხით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სეგმენტში ფინანსური განათლების საკითხების სწავლის პროცესის ეფექტურობის ზრდას. ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების შესასწავლად საინტერესო სასწავლო აქტივობების შექმნას. კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)