|
2023-09-25 13:38:28, 671 ნახვა
საზოგადოება
მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ კულმინაციური საველე სწავლებით დასრულდა
მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ კომბინირებული საველე სწავლებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სიმუალაციური სცენარის მიხედვით, მედიაცენტრი საველე პირობებში გაიშალა, საიდანაც მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის შესრულება უწევდათ. "სცენარით გათვალისწინებული იყო ასევე, ჟურნალისტებისთვის საჰაერო ევაკუაციის ორგანიზება და ჯავშანტექნიკითა და UH-1H ვერტმფრენით გადაადგილებაც. მედიის წარმომადგენლებს სწავლების წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და დასავლეთის სარდალმა ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მიულოცეს. მათ სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნეს და საზოგადოებისთვის თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმირებაში მედიის როლზე გაამახვილეს ყურადღება. „ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული სიტუაციების დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს. სწავლების სცენარი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას და კრიზისულ თუ კონფლიტურ სიტუაციებში უსაფრთხოების უნარ-ჩვევების განვითარებას ითვალისწინებს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)