|
2023-09-23 15:17:28, 996 ნახვა
საზოგადოება
მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალ მხარდამჭერ ღონისძიებებზე იმსჯელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მეცხოველეობის დარგის წარმომადგენლებს - მსხვილ, საშუალო და მცირე მწარმოებლებს, საქართველოში რძისა და ხორცის წარმოების განვითარების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან ახალი მხარდამჭერი ღონიძიებების მიზნები გააცნო. „მეცხოველეობის დარგის ხელშეწყობის მიმართულებით სახელმწიფო აქტიურად მუშაობს. გვაქვს ხელშემწყობი პროექტები, თუმცა, რძისა და ხორცის წარმოების ზრდის და, ზოგადად, მეცხოველეობის დარგის განვითარების კუთხით არსებითი პროგრესის მისაღწევად, დამატებითი ღონისძიებები გვჭირდება. სწორედ ამიტომ, დარგის წარმომდგენლებთან აქტიური კომუნიკაციით, მუშავდება სტიმულირების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს წარმოების ზრდის ხელშეწყობას. მინდა აღვნიშნო, რომ სექტორის აქტიურობაზე ბევრია დამოკიდებული. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ დაინტერესებული მხარის რეკომენდაციები, შენიშვნები და შეთავაზებები“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარებისთვის მხარდაჭერის ღონისძიების სქემა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების ჩართულობით მუშავდება. სამინისტროს მიზანს მსხვილფეხა მეცხოველეობის ფერმების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს და ითვალისწინებს სამ მიმართულებას: მერძეული, მეხორცული, კომბინირებული, სანაშენე ფერმების აშენება/რეკონსტრუქცია/აღჭურვა; მსხვილფეხა ცხოველების სასუქი სულადობის სადგომის მოწყობა და მცირე მეურნეობების ხელშეწყობა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა დეტალურად განიხილეს აქტოვობების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები. კერძო სექტორის მხრიდან წარმოდგენილი შენიშვნები, რეკომენდაციები და მოსაზრებები, განხილვისა და შეფასების შემდგომ, შესაბამისად აისახება შემუშავებულ პროგრამაში. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)