01:15 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-23 10:40:56, 722 ნახვა

საზოგადოება
იუსტიცია - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის კომპონენტი წარმატებით დაასრულა

28 საპილოტო არეალში, სადაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს სარწყავი სისტემების მშენებლობა და აღდგენა, მიწის ნაკვეთების სისტემური წესით რეგისტრაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მსოფლიო ბანკის მისიის შეფასებით, პროექტის ფარგლებში შექმნილი სისტემური რეგისტრაციის მეთოდოლოგია და ტექნოლოგიური გადაწყვეტები სამაგალითოა და საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს.

"აღნიშნული საპილოტო პროექტის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს მასშტაბური პროექტის – მთელს ქვეყანაში მიწის სისტემური რეგისტრაციის დაწყებას, რომელიც სახელმწიფოს სახსრებით ფინანსდება და 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

სტუმრებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა მიმართა. მან ხაზი გაუსვა საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული პროექტის მნიშვნელობას როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების შემდგომი ზრდისათვის; დეტალური პრეზენტაცია კი, დამსწრე საზოგადოებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ გააცნო.

ღონისძიების მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძემ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა იან ნიჯჰოფმა.

„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის ღონისძიების ბოლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics