18:30 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 13:52:46, 696 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა აშშ-ში, იაპონიის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, აშშ-ში, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, იაპონიის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაღალი დონის შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობასა და პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ათი წლის წინ, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მიაღწიოს ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობას, რათა დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქე ჯანმრთელობის რისკებისაგან.

COVID-19-მა, გლობალურად, ჯანდაცვის სისტემებში კრიტიკული გამოწვევები შექმნა.  აღნიშნულ პერიოდში, ჩვენი ძალისხმევა ეხებოდა ერთის მხრივ პანდემიის მძიმე შედეგებთან ბრძოლას და მეორეს მხრივ აუცილებელ სერვისებზე, მედიკამენტებსა და ვაქცინებზე უწყვეტი წვდომის შენარჩუნებას.

საქართველო სრულად იზიარებს ხედვას, სამედიცინო რეაგირების ზომებზე (MCMs) თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ. უნდა გაძლიერდეს ეროვნული ძალისხმევა ჯანმრთელობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, რათა უზრუნველვყოთ დროული ხელმისაწვდომობა სიცოცხლის გადამრჩენ მედიკამენტებზე, დიაგნოსტიკასა და სხვა სამკურნალო საშუალებებზე.

საქართველოს, 2022-2030 წლების, ჯანდაცვის ეროვნული სტრატეგია პრიორიტეტად განსაზღვრავს პირველადი ჯანდაცვის განვითარებას და სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა შეიქმნას უფრო ძლიერი ჯანდაცვის პლატფორმა, რომელიც უკეთ მოემზადება და უპასუხებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევებს“, - განაცხადა აზარაშვილმა.

მათივე ცნობით, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით გამართული ფორუმი იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ გახსნა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს. სიტყვით გამოვიდა გეითსების ფონდის თანათავმჯდომარე ბილ გეითსი, რომელმაც  აქცენტები გლობალური ჯანდაცვის გამოწვევებსა და ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე გააკეთა.

ჯანდაცვის მინისტრი, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმის ხიდი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ ჩამოინგრა
კალაძე საცობებზე - გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია
კალაძე საცობებზე - უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის
დეკანოიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები განსაკუთრებული აგრესიით, ფაქტების უგულებელყოფითა და აშკარა მიკერძოებით განიხილავენ მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics