|
2023-09-22 10:22:29, 1190 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ამერიკელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ამერიკელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტუმრებს შორის იყვნენ კომერციული სექტორის და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“ წარმომადგენლები. უწყების განმარტებით, პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და შესაბამისად, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის, ქართული ღვინის წარდგენა ამერიკელი პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 7-კაციანი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები. „პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო ღვინის ეროვნულ სააგენტოს ჩვენი მოწვევისთვის. საქართველოში არის ევროპული მეღვინეობის სტილი, ასევე, პატივს სცემენ მემკვიდრეობას და ტრადიციას; ამ ორის ნაზავი არის მშვენიერი. ჩვენ ძალიან მოგვეწონა ქვევრის ღვინო. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მეღვინეები არიან ხელოვანები და ჩვენ, როგორც გამყიდველები და სომელიეები, ვართ ამბის მთხრობელები”, - აღნიშნა ჯგუფის წევრმა სანდრა სპოლდინგმა (Sandra Rose Marie Spalding). ვიზიტის ფარგლებში, თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე, ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 30 კომპანიის სხვადასხვა ღვინოს. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა შეფასებები მიიღეს ამერიკელი პროფესიონალებისგან. აღნიშნულ ღონისძიებაზე, ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მრჩეველმა, ირაკლი ჩოლობარგიამ გამართა.
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
ადვოკატი: შესაძლოა, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ყაველაშვილს შეწყალება სთხოვოს
მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა თბილისიდან „ძალის გამოუყენებლობის გარანტიები“ მოითხოვეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)