|
2023-09-21 15:07:11, 600 ნახვა
საზოგადოება
ევროპის მუზეუმების აკადემიის 2023 წლის კონკურსის სპეციალური პრიზი თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ მიიღო
ევროპის მუზეუმების აკადემიის (EMA) კონფერენცია, 2023 წლის ევროპის კულტურის დედაქალაქ ტიმიშოარაში, მუზეუმების აკადემიის ყოველწლიური კონკურსის დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, EMA-ს 2023 წლის კონკურსი ხელოვნების მუზეუმის ჯილდოს, DASA-სა და Luigi Micheletti-ს პრემიებს მოიცავს. „2023 წლის კონკურსის შედეგების მიხედვით, გაიცა სამი პრემია და ორი განსაკუთრებული პრიზი. - 2023 წლის ხელოვნების მუზეუმის ჯილდო მიენიჭა S.M.A.K - ბელგიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს; - 2023 წლის DASA - პრემია გადაეცა უნგრეთის ფულის მუზეუმსა და ვიზიტორთა ცენტრს; - 2023 წლის ლუიჯი მიკელეტის პრემია გადაეცა დანიის ლტოლვილთა მუზეუმს. ევროპის მუზეუმების აკადემიამ დაჯილდოების ცერემონიაზე გასცა ორი განსაკუთრებული პრიზი, რომლებიც თბილისის მუზეუმების გაერთიანებას და კიევის მეორე მსოფლიო ომის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. სპეციალური აღნიშვნის პრიზი გადაეცა თბილისის მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც თავისი კოლექციებით, საგანმანთლებლო პროგრამებითა და აქტივობებით შთააგონებს ვიზიტორებსა და დამთვალიერებლებს, დაფიქრდნენ ისტორიულ და საზოგადოებრივ გამოწვევებზე. გამარჯვებული მუზეუმი ქმნის სამუზეუმო ქსელს ისტორიის და კოლექციების გამოყენებით და აკავშირებს საზოგადოებას თანამედროვეობასთან. თბილისის მუზეუმების გაერთიანება აჩვენებს კრეატიულ მიდგომას ცოდნის გამომუშავების, ინტერპრეტაციისა და სოციალური პასუხიმგებლობის მიმართ და წარმოდგენილ მუზეუოგრაფიაში ითვალისწინებს რთულ გეოგრაფიულ და ისტორიულ კონტექსტს. EMA-ს კონფერენცია რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარაში ჩატარდა, რომელიც ევროკავშირის მიერ 2023 წლის ევროპის კულტურის დედაქალაქადაა აღიარებული. კონფერენციაზე თბილისის მუზეუმების გაერთიანება - თბილისის მუნიციპალიტეტის განახლებული მუზეუმებით, საგამოფენო მუზეოგრაფიითა და საგანმანათლებლო მიმართულებით იყო წარდგენილი. ევროპის მუზეუმების აკადემია 2009 წელს მუზეოლოგის, კენეტ ჰადსონის სახელის პატივსაცემად დაფუძნდა და მასში გაერთიანებულია სამუზეუმო საქმის სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები, ევროპის მუზეუმთა ხელმძღვანელები, სამუზეუმო და საგამოფენო საქმის თეორეტიკოსები, კურატორები და სხვა. თბილისის მუზეუმების გაერთიანება მიმდინარე წლის სექტემბრიდან ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის (NEMO) წევრია. 1992 წელს დაარსებული ორგანიზაცია, ეროვნული მუზეუმების ორგანიზაციების დამოუკიდებელი ქსელია, რომელიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სამუზეუმო საზოგადოებას წარმოადგენს. მთლიანობაში, NEMO ევროპის 40 ქვეყნის 30 000-ზე მეტ მუზეუმს აერთიანებს და პოპულარიზაციას უწევს იმ ევროპულ რეგულაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ მუზეუმების მიერ მათი, როგორც კულტურული მემკვირეობის მცველების მისიის შესრულებას და ინტეგრირებას ევროპული კულტურის ერთიან სივრცეში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)