|
2023-09-21 14:44:49, 647 ნახვა
საზოგადოება
AD BLACK SEA 2023-ზე „თიბისიმ“ წლის ყველაზე კრეატიული ახალგაზრდა დააჯილდოვა
კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ AD BLACK SEA 2023-ზე "თიბისიმ", როგორც ახალი თაობის მხარდამჭერმა, წლის ყველაზე კრეატიული ახალგაზრდას გამოსავლენად ახალი ნომინაცია „Young Creative“ წარადგინა. ნომინაციის გამარჯვებული ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი, ლაშა დ. კოტორი გახდა. გამარჯვებული სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. "თიბისი", როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულისთვის 10 000 ლარს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც, მას შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად აირჩიოს და დაესწროს ნებისმიერ ფესტივალს ან საგანმანათლებლო კურსს კრეატივისა და მარკეტინგის სფეროში. „იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ახალი თაობის მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, გვინდოდა, წვლილი შეგვეტანა კრეატივის სფეროში მათ აღმოჩენასა და წახალისებაში. სწორედ ამ მიზნით წარვადგინეთ ფესტივალზე ახალი ნომინაცია “Young Creative”. გვჯერა, რომ გამარჯვებულისთვის გამოყოფილი პრიზი მას კარიერულ განვითარებაში დაეხმარება და მომავალში არაერთ წარმატებას მიაღწევს",- აცხადებს მარიამ მიქელაშვილი, ბრენდის ლიდერი. "თიბისი" ახალი თაობის მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს და საინტერესო სიახლეებს შესთავაზებს აუდიტორიას.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)