|
2023-09-21 12:15:18, 705 ნახვა
საზოგადოება
მერია - თეთრი ტბის დასახლებაში, სამი ქუჩის მოწესრიგება მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, თეთრი ტბის დასახლებაში გზის მოწესრიგებას ახორციელებს. სამუშაოები სამ ქუჩაზე მიმდინარეობს: კალანდაძის ქუჩის მონაკვეთზე, თეიმურაზ ბატონიშვილის I და II შესახვევისა და ბორჩალოელის ქუჩის მონაკვეთებზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოების შედეგად, 1 250 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, 12 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი, იგება ასფალტის საფარი, რისთვისაც 1 200 000 ლარამდე დაიხარჯება. „მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, ბესიკ კალაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყირიმის ხიდი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ ჩამოინგრა
კალაძე საცობებზე - გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია
კალაძე საცობებზე - უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის
დეკანოიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები განსაკუთრებული აგრესიით, ფაქტების უგულებელყოფითა და აშკარა მიკერძოებით განიხილავენ მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



