|
2023-09-19 11:40:00, 689 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტა“ საერთაშორისო საფოსტო ოპერატორებს უზიარებს გამოცდილებას
მიმდინარე წლის 12 – 14 სექტემბერს, მსოფლიო საფოსტო კავშირის ორგანიზებით, საქართველოში, გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით „წინასწარი ელექტრონული მონაცემები, საბაჟო დეკლარაციის სისტემა და საფოსტო უსაფრთხოება“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. „საქართველოს ფოსტის“ ცნობით, ღონისძიება ჩატარდა პროექტის „უსაფრთხოება და საბაჟოსთან დაკავშირებული ელექტრონულ მონაცემთა მიმოცვლის“ ფარგლებში (“Security and Customs Related Electronic Data Exchange Extension (SECUREX-extension) project”)). "ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, სერბეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლაოსის, მოლდოვის, მონღოლეთის, პაკისტანის დანიშნულმა საფოსტო ოპერატორემა და საბაჟოს წარმომადგენლებმა, ასევე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, მსოფლიო საფოსტო კავშირის და ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლებმა. სემინარის ფარგლებში, საქართველოს ფოსტამ გაუზიარა გამოცდილება მონაწილე ქვეყნებს. სემინარის მსვლელობისას, მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა წინასწარი ელექტრონული მონაცემების, საბაჟო დეკლარაციის სისტემისა და საფოსტო უსაფრთხოების მიმართულებით",- ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)