|
2023-09-18 16:31:57, 890 ნახვა
საზოგადოება
„საბა“ 2023-ის საიუბილეო დაჯილდოების თარიღი ცნობილია
ლიტერატურული პრემია "საბასთვის" წელს მნიშვნელოვანი თარიღია, ზუსტად 21 წლის წინ პოეტმა რატი ამაღლობელმა და "თიბისი ბანკმა" კონკურსი ერთად დაარსეს. საზეიმო ცერემონია გაიმართება 19 სექტემბერს, 21:00 საათზე შატო მუხრანში, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირი ეთერით გადაიცემა. 2023 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 11 ნომინაციაში გამოავლენს. წელს წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის 230-მდე წიგნი, რომელიც ჟიურიმ უკვე განიხილა და 8 ნომინაციაში ფინალისტების სიაც ცნობილია. ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს შემდეგი ნომინაციებიდან: 1. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი 2. საუკეთესო პიესა 3. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა 4. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი 5. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა 6. საუკეთესო პროზაული კრებული 7. საუკეთესო პოეტური კრებული 8. საუკეთესო რომანი 9. მკითხველის “საბა” 10. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 11. მკითხველის “საბა” 12. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში დაელოდეთ, „საბა“ 2023-ის დაჯილდოებას 19 სექტემბერს, 21:00 საათზე, ტელეკომპანია "ფორმულას" და "საბასა" და "თიბისის" Facebook გვერდებზე.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)