2023-09-18 12:04:37, 365 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5% შეადგინა
![]() საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 19 280.8 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წლის II კვარტალში 2.0 პროცენტით განისაზღვრა. "2023 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.6 პროცენტი), მშენებლობა (22.7 პროცენტი), განათლება (19.6 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (20.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (11.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.8 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (42.8 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-7.1 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (-2.8 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-7.0 პროცენტი). მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (8.9 პროცენტი), მშენებლობა (7.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.7 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.0 პროცენტი), განათლება (5.3 პროცენტი)",- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, დაზუსტებული მონაცემები 2023 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნდება.
გვარამია - მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგს... მინდა, 2024 წელს ივანიშვილისა და რუსეთის დამარცხების თანამონაწილე ვიყო
სომხეთის განცხადებით, მთიანი ყარაბაღიდან 70,5 ათასი ადამიანი მიიღეს
ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს
ვარჰეი - რამდენიმე კვირაში გაფართოებაზე ახალ ხედვას და პაკეტს წარვადგენთ
|
ომი უკრაინაში![]() ნატო უკრაინას 2,4 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას გადასცემს
![]() ზელენსკი - უკრაინა და ნატო უკვე დე ფაქტო მოკავშირეები არიან, გაწევრიანება დროის საკითხია
![]() ლავროვი - მოსკოვი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
![]() ოთხი არშემდგარი რევოლუციის ფონზე მახუთე ხელისუფლებამ დაანონსა - დაშინება თუ რეალური საფრთხე
მთავარი თემა
|