|
2023-09-16 16:02:43, 855 ნახვა
საზოგადოება
„ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში, გამწვანების აქცია და ფილმის ჩვენება გაიმართა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, „ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში, მიცკევიჩის ქუჩა N25-ის მიმდებარედ არსებულ თარგებში გამწვანების აქცია ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა მიიღეს. აქციის მონაწილეებს შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დაეხმარნენ. „გარდა ამისა, მიცკევიჩის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „ენერგოეფექტურობა ძველი თბილისის არქიტექტურაში“ ჩვენება გაიმართა, ასევე, განთავსდა მერების შეთანხმების ინიციატივის საინფორმაციო სტენდები. აღნიშნულ ღონისძიებებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე და „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე, საბურთალოს რაიონიზ გამგებელთან, გიზო ვასაძესთან ერთად დაესწრნენ. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ენერგოეფექტურობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლევის მიზნით, ევროპის მობილობის კვირეულს შეუერთდა. დედაქალაქი 16-22 სექტემბერს „ევროპის მობილობის კვირეულს“ უმასპინძლებს, რომელსაც თბილისი მესამედ უერთდება. წლევანდელი კვირეულის თემაა „დაზოგე ენერგია“, ხოლო ღონისძიების მიზანი სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)