|
2023-09-15 16:30:22, 700 ნახვა
საზოგადოება
დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის ზღვის სანაპიროზე დასუფთავების აქცია ჩატარდა
„დავასუფთაოთ მსოფლიო - 2023“ - საერთაშორისო კამპანიას ყოველწლიურად საქართველოც უერთდება. დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აქცია ჩატარდა დედაქალაქში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წევრებთან ერთად, თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი დაასუფთავეს. მათივე ცნობით, აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ. „დასუფთავების საერთაშორისო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუერთდებით ამ მნიშვნელოვან კამპანიას და ყველას მოვუწოდებთ, ნუ დავაბინძურებთ ბუნებას, ქალაქს და ერთად ვიზრუნოთ გარემოს გაუმჯობესებაზე“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. დასუფთავების მსოფლიო დღე, გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით, 1993 წელს დაფუძნდა და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქციების ჩასატარებლად კამპანიამ მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები გააერთიანა. მიმდინარე წლის კამპანიის დევიზია „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)