|
2023-09-15 13:42:39, 2006 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო - ქართული ღვინის ონლაინ კურსი ნაპა ველის ღვინის აკადემიის სასწავლო პროგრამაშია
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ამერიკის შეერთებულ შტატებში სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“-ის მხარდაჭერით, მსოფლიოში ცნობილ ნაპა ველის ღვინის აკადემიის (Napa Valley Wine Academy, კალიფორნია) სასწავლო პროგრამას ქართული ღვინის ონლაინ კურსი ემატება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული კურსი პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი ოფიციალური ინგლისურენოვანი სასერთიფიკატო კურსია ქართულ ღვინოზე აშშ-ში. „კურსის ფარგლებში აუდიტორია გაეცნობა ქართული ღვინის ისტორიას, კულტურას, ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსა და მეთოდებს, ქართული ღვინის რეგიონებს, ღვინის მრავალფეროვან ჯიშებს და სხვ. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები Napa Valley Wine Academy-გან. კურსს წარუძღვება ნაპა ველის ღვინის აკადემიის თანადამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი კეტრინ ბუგი (Catherine Bugue). ამერიკის შეეთებულ შტატებში ასეთ მნიშვნელოვან აკადემიასთან თანამშრომლობა არის საუკეთესო შესაძლებლობა, უფრო ფართოდ და საფუძვლიანად იყოს წარმოდგენილი ქართული მეღვინეობის ისტორია, კულტურა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარზე, აშშ-ში. კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://napavalleywineacademy.com/wines-of-georgia/#course“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)