|
2023-09-15 11:16:23, 819 ნახვა
საზოგადოება
გურიასა და შოვში თითოეული გარდაცვლილის ოჯახისთვის 20 000 ლარის ოდენობით ფინანსური დახმარება გაიცემა
გურიასა და შოვში თითოეული გარდაცვლილის ოჯახისთვის 20 000 ლარის ოდენობით ფინანსური დახმარება გაიცემა,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, გურიაში მოქალაქეებს, რომლებსაც სტიქიის შედეგად სახლები დაუზიანდათ, მთავრობა ახალ ბინებს ან თანხას გადასცემს მათ შესაძენად. "კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შოვში 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე შეეწირა დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას. ამიტომ, ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის - თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით. ასევე მინდა ვთქვა, რომ გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა და ამ სახლებში გაჩერება შეუძლებელია და არ შეიძლება იქ ცხოვრება. ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკის საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ეს მოქალაქე, ვისაც სახლში ან დაენგრა ან მისი სახლი გამოუსადეგარი გახდება, ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ან ახალი სახლი, ჩვენ შევუძენთ, ავაშენებთ ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს, ესეც მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის, რომ არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით და მოვაგვარებთ მათ პრობლემებს, დანარჩენი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, სალიკვიდაციო სამუშაოები რეგიონებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა მიმდინარეობს",- განაცხადა პრემიერმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)