|
2023-09-13 13:35:13, 647 ნახვა
საზოგადოება
მსჯავრდებულები სტუდენტები გახდნენ
წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდები მსჯავრდებულებმა წარმატებით ჩააბარეს – სტუდენტი გახდა 16 მსჯავრდებული. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. პენიტენციური სამსახურის ცნობით, გასულ წელს პენიტენციურ სისტემაში ამოქმედდა „ციფრული უნივერსიტეტი", რაც მსჯავრდებულებისთვის შესაძლებლობას ქმნის, დისტანციურად მიიღონ უმაღლესი აკადემიური განათლება, ონლაინ რეჟიმში დაესწრონ ლექციებს და ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან. "სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად ზრუნვას აგრძელებს. ამ მიმართულებით სისტემაში წარმატებულად გატარებული რეფორმების შედეგად, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდები მსჯავრდებულებმა წარმატებით ჩააბარეს – სტუდენტი გახდა დამატებით 16 მსჯავრდებული. პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა განათლებაზე ზრუნვა. სწორედ ამ მიზნით გასულ წელს პენიტენციურ სისტემაში „ციფრული უნივერსიტეტი" ამოქმედდა. ახალი პლატფორმა მათთვის შესაძლებლობას ქმნის, დისტანციურად მიიღონ უმაღლესი აკადემიური განათლება, ონლაინ რეჟიმში დაესწრონ ლექციებს და ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან. დაწესებულებებში უმაღლესი განათლების მიღების მსურველი მსჯავრდებულების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება; უმჯობესდება უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის საშუალებები; დაკმაყოფილებულია ჩასაბარებლად მოსამზადებელი ეტაპისთვის ყველა საჭიროება. განათლების მიღების მაღალი ხელმისაწვდომობა ნებისმიერ მსჯავრდებულს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციაში დაეხმარება",- ნათქვამია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)