15:22 - 14 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 12:59:07, 515 ნახვა

რეგიონი
ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის სტუმრები გასვლით ტურებში მიიღებენ მონაწილეობას

ბათუმში, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ვიზიტორები გასვლით ტურებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ისინი ფრინველებზე დაკვირვების პროცესს ჭოროხის დელტაზე, პალიასტომის ტბასა და სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე დაესწრებიან.

"მსურველებს რეგისტრაციის გავლა ფესტივალის გვერდზე შეუძლიათ https://batumibirdfest.com/ka/fees-registration.

ბათუმში, ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 19-22 სექტემბერს გაიმართება.

ტრადიციულად ფესტივალის მონაწილეები რეგიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ.

19 სექტემბერს, ფესტივალი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ლექციებით გაიხსნება.

20 სექტემბერს, იგეგმება გასვლითი ტური ჭოროხის შესართავთან, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს გადამფრენი ფრინველებისთვის. ტურის მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ ჭოროხის შესართვის შესახებ, გაეცნობიან იქ არსებულ ფრინველებს და დააკვირდებიან ფრინველთა დარგოლვის პროცესს. 21 სექტემბერს, გადამფრენ ფრინველებს პალიასტომის ტბასა და მდინარე მალთაყვას შესართავთან დააკვირდებიან. ტურის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ფრინველების მრავალ სახეობას, შეისწავლონ საინტერესო ლანდშაფტი და ნავით გაისეირნონ პალიასტომის ტბაზე.

22 სექტემბერს, ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე გაიმართება. სახალვაშო გლობალურად მნიშვნელოვანი ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმაა, სადაც სეზონზე 1 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი მიგრირებს. სახალვაშოს პლატფორმაზე ფესტივალის ფარგლებში განხორციელდება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები. მათ შორის, მოკლე ლექცია ფრინველების მნიშვნელობასა და  მათი დაცვის აუცილებლობაზე, გაიმართება ბაზიერების შოუ და ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება. ფესტივალის პროგრამის ნახვა შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე https://batumibirdfest.com/ka/program-schedule/visitors.

პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი.  ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით  გაიმართება",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ევროკავშირისკენ გზას დაბრკოლებებს უქმნის
კობახიძე - ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, სტანდარტული ანკეტაა, რომელიც მოსწავლეების მიერ ნებისმიერ ქვეყანაში ივსება
კობახიძე - უკრაინის ომი არის მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტულ ძალებს დღეს საქართველოს მიმართ განსხვავებული ინტერესი აქვთ
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics