04:29 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 22:27:07, 738 ნახვა

საზოგადოება
ილია ღუდუშაური - მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმით, შესაძლებლობა გვაქვს, ონლაინ რეჟიმში აღმოვაჩინოთ, კლინიკების მხრიდან დაფიქსირებული დარღვევები, ან გადაცდომები

ძირითადი გამოწვევები, რაც DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ გვხვდება, კლინიკიდან გაზრდილი ტარიფების გამოგზავნაა. ასევე, არის პაციენტების შეცდომაში შეყვანის, ან თანაგადახდის გაზრდის შემთხვევები. თუმცა, ასეთ ფაქტებზე, მკაცრი და დროული რეაგირება გვაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სამინისტროს მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტური მექანიზმი გააჩნია, რომლის მეშვეობითაც დეტალურად აღირიცხება, რა სერვისებს აწვდიან კლინიკები პაციენტებს. 

„ამ სისტემით, შესაძლებლობა გვაქვს, ონლაინ რეჟიმში, აღმოვაჩინოთ, თუ კი რაიმე დარღვევა დაფიქსირდება. ჩვენ ეფექტურად ვახორციელებთ კონტროლს იმ კლინიკებზე, რომელთა მხრიდანაც გარკვეული დარღვევები, ან გადაცდომები ფიქსირდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ასეთი შემთხვევები, თანდათან, უფრო იკლებს.  

DRG სისტემის ამოქმედებიდან დღემდე, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, რამდენიმე კლინიკას, საერთოდ შეუჩერდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლის სტატუსი, ზოგიერთს კი, ნაწილობრივ შეეზღუდა გარკვეული სერვისების მიწოდების უფლება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა. 

მისივე განმარტებით, გამოვლენილი დარღვევების გამო, სამინისტროს მხრიდან გატარებული ღონისძიებები, პაციენტებისთვის, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით, არანაირ პრობლემას არ ქმნის.  

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ჯამში, 300-მდე კლინიკაა რეგისტრირებული. კლინიკები გაძლიერებული კონტროლის შემთხვევაში, მეტად მოტივირებულები იქნებიან, რომ ხარისხი გააუმჯობესონ და პაციენტს შესაბამისი სერვისი შესთავაზონ, რაც საერთო ჯამში, გააჯანსაღებს ჯანდაცვის სექტორს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც პროექტმა, 10 თვის შეჯამებისას, დადებითი შეფასება მიიღო“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics