|
2023-09-11 13:41:05, 914 ნახვა
საზოგადოება
ტესტერთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ყველაზე მასშტაბური ტექ ღონისძიება დასრულდა
"თიბისის" მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, 9-10 სექტემბერს პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებაზე მონაწილეობა საქართველოს და ევროპის წამყვანმა კომპანიებმა, დარგის ექსპერტებმა და საერთაშორისო სპიკერებმა მიიღეს. ღონისძიებაზე დამსწრეებმა დაამყარეს მნიშვნელოვანი ურთიერთობები, გააზიარეს ცოდნა და გააძლიერეს პროფესიული ქსელი. 2 დღის განმავლობაში ჩატარდა პანელური დისკუსიები, საინტერესო ვორკშოპები, ასევე საზოგადოება გაეცნო QA-ს (ხარისხის უზრუნველყოფის - Quality Assurance ) - ის ბაზრის უახლეს კვლევას. "თიბისი", როგორც ტექ კომპანია საქართველოში, ტესტირების მიმართულებით ტექ-პროფესიონალებს გაძლიერებასა და მათ განვითარებას რამდენიმე წელია უჭერს მხარს. ჯამში ჩვენთან დასაქმებულია 180 ადამიანი, 90 მათგანი მუშაობს ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ანუ მანუალ ტესტერად, ხოლო 90 არის ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი. ყოველდღიური საქმიანობის გარდა ჩვენი გუნდის წევრები, თავად მუშაობენ განვითარებაზე, ეცნობიან საერთაშორისო სტანდარტებს და ნერგავენ ინსტრუმენტებს სამუშაოს ეფექტურად წარმართვისთვის",- აცხადებს ნინო ნოზაძე, "თიბისის" ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი. ღონისძიებას 2020 წლიდან ორგანიზებას უწევს საქართველო პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭოს საქართველოს ოფისი GeoSTQB. "თიბისი" მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს, რადგან "თიბისისთვის" მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ღონისძიებას, ასევე, მხარი დაუჭირეს - Epam, Lineate, Space int., aPeople, Soft Fan და Women's empowerment principles.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)