|
2023-09-11 10:52:30, 901 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, კინგსი ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებას იწყებს
„საქართველოს ბანკი“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი უკვე მესამე წელია რაც Kings International-ის მიერ საქართველოში გამართული ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიების გენერალური სპონსორია. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საგნობრივი ოლიმპიადებია, რომელშიც მონაწილეობა უკვე 700 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. წელს ოლიმპიადა სამ საგანში გაიმართება:
ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე. „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ მთავარ ღირებულებას განათლების შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ კინგსთან პარტნიორობით, წელსაც ვართ საქართველოში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიების გენერალური სპონსორები. ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, გამოსცადონ საკუთარი თავი და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, გაიცნონ ნიჭიერი ახალგაზრდები და ერთად შექმნან უკეთესი მომავალი. „საქართველოს ბანკი“ კი აქტიურად აგრძელებს განათლების შესაძლებლობების შექმნას და კიდევ უფრო მეტი ახალი, საინტერესო ინიციატივის განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)